მთავარი სიახლეები “მომენტალურად იგუდება, სასწრაფო ვერ მოუსწრებს ბავშვს”

“მომენტალურად იგუდება, სასწრაფო ვერ მოუსწრებს ბავშვს”

121
გაზიარება

მშობლები ხშირად მიმართავენ სტომატოგოლს და სთხოვენ სინჯის გარეშე გაუკეთდეს ბავშვს ანესთეზია. სინჯის გარეშე ანესთეზიამ რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს? ამ თემაზე ბავშვთა სტომატოლოგი თეა კანდელაკი საუბრობს:

– რომელი ასაკიდან არის ბავშვებში დაშვებული სტომატოლოგთან ანესთეზიის გაკეთება?
– ანესთეზიის გაკეთება დაშვებულია ნებისმიერ ასაკში, რამდენადაც საჭიროება მოითხოვს. ეს არ არის ასაკობრივი პრობლემა.
– რა წესები უნდა იქნას დაცული, რომ ნემსს ალერგიული რეაქცია არ მოჰყვეს?
– სანამ ანესთეზია გაკეთდება, აუცილებელია სინჯის აღება, რომ დაზღვეული ვიყოთ უარყოფითი შედეგებისგან. ექიმმა სინჯის გარეშე არ უნდა მიიღოს პაციენტი, არც მცირე და არც ზრდასრულ ასაკში.
სასურველია სინჯი 6 თვეში ერთხელ გაკეთდეს, რადგან საკმაოდ დაბინძურებულია გარემო, საკვები პროდუქტი. ბოლო წლებში ძალიან იმატა ალერგიულმა ფონმა.
ჩემს პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როცა მშობელს სინჯს ვთხოვ, იწყება მუდარა “მე ვიღებ ჩემს თავზე, რომ არაფერი მოუვა”, “გთხოვთ, გაუკეთეთ, არ არის ალერგიული” და ა.შ. მშობელს ჰგონია, რომ ალერგიულ რეაქცას მარტო საკვები იწვევს. არიან მშობლები, რომლებსაც ვითანხმებ სინჯის აღებაზე, თუმცა ისეთებიც არიან, რომლებსაც ვერაფერს ვაგებინებ. მინდა ყველა დედას ვუთხრა, ექიმმა რომც გარისკოს, თქვენ ნუ გარისკავთ თქვენი შვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ღმერთმა დაიფაროს, თუ განვითარდაა ანაფილაქსური შოკი, უფლის გარდა ვერავინ უშველის პაციენტს. ამ დროს ძალიან სწრაფად ვითარდება საყლაპავი, სასუნთქი გზების შეშუპება და მომენტალურად შეიძლება დაიღუპოს ადამიანი. ანაფილაქსი თუ განვითარდა, სასწრაფო ვერ მოუსწრებს ბავშვს, საშველი თითქმის აღარ არსებობს. ერთი სინჯის გაკეთების გამო არ ღირს სიცოცხლის გარისკვა.

digest.ge