მთავარი სიახლეები სასწრაფოდ გაავრცელეთ! პატრიარქი მიმართვას ავრცელებს: “დაპირისპირებაა ჩვენთან… “

სასწრაფოდ გაავრცელეთ! პატრიარქი მიმართვას ავრცელებს: “დაპირისპირებაა ჩვენთან… “

541
გაზიარება

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლაწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სულთმოფენობის – წმიდა სამების დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია აღავლინა. წირვის დასრულებისშემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართა.

“თქვენ მოგეხსენებათ, რამდენად რთულია დღევანდელი დღე, დრო მთელ მსოფლიოში, არაჩვეულებრივი მოლნებები, ბუნებრივი მოვლენები, ადამიანთა და სახელმწიფოთა შორის დაპირისპირება.

ასევე დაპირისპირებაა ჩვენთან, საქართველოში, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა, ჩვენი ვედრება. მეტი სულიერება გვჭირდება ჩვენ. თქვენ გახსოვთ, როცა გვიჭირდა ვლოცულობდით “მოწყალებისა კარი განგვიღე” (ღვთისმშობლის ლოცვა)”, – ბრძანა ილია მეორემ.

“მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!”