მთავარი სიახლეები “მეგრელების ესკორტი, მართლა ასე იციან მეგრელებმა“ – როგორ ეხმაურებიან „ჩცდ“-ს გუშინდელ სერიას

“მეგრელების ესკორტი, მართლა ასე იციან მეგრელებმა“ – როგორ ეხმაურებიან „ჩცდ“-ს გუშინდელ სერიას

38
გაზიარება

ჩემი ცოლის დაქალების“ გუშინდელ სერიას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოცქსელში. ბარბარიკა მანტკავასა და მისი და ქმრის სანათესაოს ერთობლივმა ვიზიტმა გინეკოლოგთან „ფეისბუქი“ „ააფეთქა“. ბევრი წერს, რომ მეგრელებში ამგვარი წესი მისაღებია და ექიმთან ასეთი დიდი შემადგენლობით დადიან.

ვნახოთ, როგორ ეხმაურებიან ამ ეპიზოდს „ფეისბუქზე“.

„კვიჭიებმა დაქოქონ მანქანები” – ამ ფრაზაზე ვაფრენ, გეგონება აფხაზეთის დასაბრუნებლად მიდიან“

„მეგრელების ესკორტი, მართლა ასე იციან მეგრელებმა, თუ პირველივე თვეში არ დაორსულდი, მორჩა კინო, ეგრევე სოფლებიდან წამალს გაჩითავენ ან დედამთილი იმდენს იზამს, დააშორებს“]

„მეგრელები და აზერბაიჯანელები მე მარტო მისული ექიმთან ჯერ არ მინახავს“

„მთელი სამარგალო მივიდა ექოზე, კვიჭიები რატო დატოვეთ ქვემოთ, რა დააშავეს?“

„სამწუხაროდ, ჩემი თვალით მაქვს ნანახი ვიდეო (რომელსაც ჩემი აპარატით იღებდნენ), სადაც აჭარელი ახალდაქორწინებული წყვილი სასტუმროში მთელმა სანათესაომ მიაცილა. ნომერში აჰყვნენ. დააბუთქეს ნეფე-პატარძლისთვის განკუთვნილი შამპანური. საძინებელში ლოცეს. ფოტოები უღეს. შეუჭამეს ხილის ასორტი. ვიდეოში ისმის ასევე, რომ ბიძები კიდევ მოსასვლელები არიან და ბარემ დაელოდებიან. და ამ ყველაფერთან ერთად ახალდაქორწინებულებს უფრო ახლობლები ამშვიდებდნენ, ნუ გეშინიათ, თუ რამე გვერდზე ნომერში ვართ და მოგვიკაკუნეთო.

ეს ოჯახი უმოკლეს ვადაში დაიშალა“.

„ლილოში დადიან ასე, საბანკეტო კაბის საყიდლად რომ არიან ხოლმე ჩამოსულები მთელი დინასტიით“

„ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა“

„აბა, მეგრელები ვინ ხართ. თქვენთანაც ესე ხდება მთელი საგვარეულოს წაყვანა და წამოყვანები?“

Fortuna.ge