მთავარი სიახლეები ჰაკერებმა პლასტიკური ქირურგის ათასობით პაციენტის პიკანტური ფოტოები გაასაჯაროვეს

ჰაკერებმა პლასტიკური ქირურგის ათასობით პაციენტის პიკანტური ფოტოები გაასაჯაროვეს

59
გაზიარება

Grozio Chirurgija-ს კლინიკებს თავს კიბერკრიმინალური დაჯგუფება Tsar Team დაესხა. ჰაკერებმა პლასტიკური ქირურგიის პაციენტების პირადი ხასიათის, მათ შორის პიკანტური ფოტოები მოიპოვეს. საინფორმაციო პორტალ hackread-ის ცნობით, მსხვერპლთა სიაში საზოგადოებისთვის ცნობადი ადამიანებიც არიან. ჰაკერებმა, დაახლოებით, 25 000-მდე ფოტოს უკანონოდ მოპოვება შეძლეს, რომელთაგან 1 500 ფოტოზეც შიშვლები ბრიტანელი პაციენტები არიან გამოსახული.

ჰაკერული დაჯგუფება Tsar Team გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, დანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების კლინიკებს, ფოტოების არგამოქვეყნების სანაცვლოდ, გამოსასყიდს სთხოვს. თუმცა, პოლიციის ინფორმაციით, ჰაკერებმა ფოტოების ნაწილი ჯერ კიდევ მარტში გამოაქვეყნეს, ხოლო დანარჩენი- გასულ კვირას.