მთავარი სიახლეები ჩამოკიდებენ თუ არა, ზედ წმინდა გიორგი ისახება და კარიც უმალ ვარდება

ჩამოკიდებენ თუ არა, ზედ წმინდა გიორგი ისახება და კარიც უმალ ვარდება

49
გაზიარება

6 მაისს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს პატარა სალოცავი წმინდა გიორგის სახელობისაა. კარი არა აქვს. გადმოცემის თანახმად, რამდენჯერაც გაუკეთეს, ყოველ ჯერზე წმინდა გიორგი ისახება და კარი უმალ ვარდება. სწორედ ამიტომ მას „კარუგდებელა“ უწოდეს. ეს სასწაულმოქმედი სალოცავი ტყიბულის მახლობლად მდებარეობს, სოფელ გოგნში. 23 ნოემბერს და 6 მაისს, როცა გიორგობა აღინიშნება, აქ მრევლის ნაკადი არ წყდება. უმეტესობა ფეხშიშველი მიუყვება ხრიოკიან, არც თუ ისე სასიამოვნო გზას (ცენრალური ტრასიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრია) საოცარი სანახავია, როცა ძალიან ცივა, სუსხია და აი, ამ დროს ფეხშიშველი მომლოცველები ცხვრებითა და მამლებით ხელში მიუყვებიან რთულ, თუმცა სანუკვარი ოცნებების ახდენის გზას. დღეს ამ პატარა სალოცავის მახლობლად, პატრიარქის კურთხევით, შენდება დიდი ტაძარი, რაც საშუალებას მისცემს მრევლს ამ მადლიან მიწაზე წირვა-ლოცვასაც დაესწროს.