მთავარი სიახლეები რატომ აქვთ ინგლისელებს ცხელი და ცივი წყლის ონკანები ცალ–ცალკე?

რატომ აქვთ ინგლისელებს ცხელი და ცივი წყლის ონკანები ცალ–ცალკე?

82
გაზიარება

ინგლისი ცნობილია თავისი უცნაური ტრადიციებით. თუნდაც მათი ქუჩაში მოძრაობის წესები რად ღირს. თუმცა განსაკუთრებულ გაკვირვებას ინგლისურ აბაზანაში შესვლა იწვევს. მთელი მსოფლიო სარგებლობს ონკანის ერთი შემრევი მილით, რომლიდანაც ხან ცხელი წყალი მოდის, ხან – ცივი, ჩვენი სურვილის მიხედვით, აი, ნისლიან ალბიონზე

ასე ნამდვილად არ არის. ინგლისში ცივ და ცხელ წყალს თავისი ონკანი აქვს, ანუ ინგლისელის აბაზანაში აუცილებლად ნახავთ ორ ონკანს ცივი და ცხელი წყლისთვის.

საინტერესოა, რითი აიხსნება ეს ინგლისური ტრადიცია.

მიზეზი 1

საკანონმდებლო
ძალიან გაგიკვირდებათ, თუმცა ინგლისში არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც ცივი და ცხელი  წყლის ერთმანეთში შერევა აკრძალულია. ამ ქვეყანაში არ არსებობს ცენტრალური გათბობა.

აქ თითოეულ სახლს აქვს საკუთარი ბოილერი. ადრე წყლის ეს რეზერვუარები არცთუ ხარისხიანი მეტალით მზადდებოდა, რომელიც მალე ჟანგდებოდა და იკეთებდა ნადებს. ამის გამო წყლის დასალევად გამოყენება აღარ შეიძლებოდა. იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ ხალხის მოწამლვა, გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმადაც მოსახლეობას ეკრძალებოდა ცივი, დასალევი წყლის რეზერვუარის თბილ წყალთან შერევა.  განაგრძეთ  კითხვა