მთავარი სიახლეები რონალდოს საქმე პროკურატურაშია, მისცემენ თუ არა ფეხბურთელს პასუხისგებაში?

რონალდოს საქმე პროკურატურაშია, მისცემენ თუ არა ფეხბურთელს პასუხისგებაში?

23
გაზიარება

მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდოს 8 მლნ ევროს ოდენობის ჯარიმა ელის იმ შემთხვევაში, თუ გადასახადების დამალვა დაუმტკიცდება. პორტუგალიელის საქმე ფინანსურმა პოლიციამ უკვე გადასცა ესპანეთის პროკურატურას. პორტუგალიელი ეჭვმიტანილია 2011-2014 წლებში საიმიჯო უფლებების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების დამალვაში გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით.

ფინანსური პოლიციის მონაცემებით, შესაძლოა ფეხბურთელმა 8 მლნ ევროს ოდენობის გადასახადები არ გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავთა ნაწილის აზრით, რონალდოს მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება უნდა დაიწყოს და არა სისხლის სამართლებრივი დევნა. ცნობილია ისიც, რომ რონალდოს საქმემ შესაძლოა სასამართლომდე არ მიაღწიოს იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა 30 ივნისამდე არ წარადგენს მტკიცებულებებს და მის წინააღმდეგ საქმეს არ აღძრავს.