მთავარი სიახლეები “ბიჭი შახტში­ ჩახტა და შეყვარებულს გამოუცხადა, თუ ცოლად არ გამომყვები, აქედან ფეხის...

“ბიჭი შახტში­ ჩახტა და შეყვარებულს გამოუცხადა, თუ ცოლად არ გამომყვები, აქედან ფეხის მომცვლელი არა ვარო”

249
გაზიარება

“დღეს თბილისის მეტროს 22 სადგური მოქმედებს, რომელთა ლიანდაგების საერთო სიგრძე 26 კილომეტრია”

“პირველად “დიდუბიდან” “რუსთაველამდე” სადგურები გაიხსნა. გახსნას რესპუბლიკის პირველი პირი, ვასილ მჟავანაძე, მეტროპოლიტენის უფროსი მოადგილეებით, მშენებლებით, ცეკა-ტეკა, ვინ არ ესწრებოდა”

თბილისი იყო მსოფლიოში ოცდამეექვსე და საბჭოთა კავშირში მეოთხე ქალაქი (მოსკ­ოვის, ლენინგრადისა და კიევის შემ­დეგ), სადაც მეტრო გაიხსნა. ეს ამბავი 1966 წლის 11 იანვ­არს მოხდა. თენგიზ დოლიძე­, მეტროპოლიტენის თანამშრომელი, ახლა 82 წლისაა.
გახსნამდე უმკაცრესი სატესტო სამუშაოები ჩატარდა, ყველა დეტალი საგულდაგულოდ შემოწმდა, რის შემ­დეგაც დაიდო წერილობითი დასტური, რომ მიწისქვეშა ტრასა მზადაა საცდელი მატარებლის გასატარებლად! 1966 წლის 11 იანვარს გადაწყდა თბილისის მეტროპოლიტენის გახსნა. დათქმული იყო, რომ მატარებელი 10 საათისთვის უნდა დაძრულიყო “დიდუბიდან” და “რუსთაველის” მიმართულებით წასულიყო. გახსნას რესპუბლიკის პირველი პირი, ვასილ მჟავანაძე, მეტროპოლიტენის უფროსი მოადგილეებით, მშენებლებით, ცეკა-ტეკა, ვინ არ ესწრებოდა. განაგრძეთ კითხვა